თორნიკე ახვლედიანმა „შამახის“ მაისურით აზერბაიჯანის პრემიერლიგაში პირველი გოლი მიითვალა. მე-4 ტურში „შამახმა“ სტუმრად „ქიაფაზი“ 4:1 დაამარცხა, ხოლო სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა ქართველმა თავდამსხმელმა მოედანზე 62 წუთი გაატარა.
მატჩის მე-9 წუთზე სტუმართა ფეხბურთელმა საჯარიმოს გარედან ძლიერად დაარტყა და მეკარემ მოიგერია ბურთი, ხოლო კარის წინ მდგომმა ახვლედიანმა „მაკრატელათი“ ანგარიში გახსნა. ის „შამახს“ ზაფხულში შეუერთდა და აზერბაიჯანის ჩემპიონატში ოთხჯერ ითამაშა. მანამდე, 27 წლის ახვლედიანი თბილისის „დინამოში“, ქუთაისის „ტორპედოში“, „სამტრედიაში“, „თელავში“ და თბილისის „იბერიაში“ გამოდიოდა.
ლაშა თაბაგარი





