„არსენალმა“ მარტინელი სარეკორდო თანხად გაყიდა

0
1

ლონდონის „არსენალმა“ გაბრიელ მარტინელი საუდის არაბეთის კლუბ „ალ-ჰილალში“ გაყიდა. ბრაზილიის ეროვნული ნაკრების 25 წლის გარემარბმა არაბებთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
„არსენალმა“ მარტინელის სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო მიიღო. მანამდე, „მეთოფეებს“ ასე ძვირად არცერთი ფეხბურთელი გაუყიდიათ.
ლონდონელებმა მარტინელი 2019 წელს ბრაზილიის „იტუანადან“ 6 მილიონ ფუნტ სტერლინგად შეიძინეს. მან ყველა ტურნირში ჩატარებულ 278 მატჩში 62 გოლი გაიტანა. მარტინელიმ „არსენალთან“ ერთად ინგლისის პრემიერლიგა და სუპერთასი მოიგო.
ლაშა თაბაგარი