ბეგლარიშვილის გოლი და საგოლე პასი ესტონეთის თასზე

0
3

„ნომე“, რომელშიც ზაქარია ბეგლარიშილი გამოდის, ესტონეთის თასის 1/4-ფინალში გავიდა. 1/8-ფინალში „ნომემ“ შინ „პიარნუ“ 3:2 დაამარცხა და მასპინძლების წარმატებაში შეუცვლელად მოთამაშე 36 წლის ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა დიდი წვლილი შეიტანა.
მატჩის მე-20 წუთზე მეტოქის ნახევარზე მყოფი ბეგლარიშვილი ბურთიანად დაიძრა და თავისი რეიდი დაახლოებით 22-23 მეტრიდან ზუსტი დარტყმით დაასრულა.
23-ე წუთზე ზაქარია კარგი პასით მეკარესთან პირისპირ ჩისალა გაიყვანა, რომელმაც „ნომე“ ორი ბურთით დააწინაურა. 38-ე წუთზე ბეგლარიშვილმა კუთხური ჩააწოდა და სტუმართა ფეხბურთელმა კაუბერმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.
ბეგლარიშვილმა თასზე წარმატებული ასპარეზობის გარდა, ამ სეზონში ესტონეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 24 მატჩში 8 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი