კახა ცხადაძე „გაბალას“ მთავარი მწვრთნელი აღარაა. ქართველი სპეციალიასტი აზერბაიჯანული გუნდიდან დაითხოვეს. ის „გაბალას“ 2024 წლის თებერვლიდან წვრთნიდა და აზერბაიჯანის პრემიერლიგაში დააბრუნა, ხოლო გასულ სეზონში ელიტაში ადგილი შეუნარჩუნა. თუმცა, მიმდინარე სეზონის სტარტზე გაბალელები სამივე შეხვედრაში დამარცხდნენ, რის გამო კლუბის ხელმძღვანელები ცხადაძეს დაემშვიდობნენ.
„გაბალას“ გარდა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსკაპიტანი თბილისის “ლოკომოტივს”, თბილისის “დინამოს”, ბოლნისის “სიონს”, ბაქოს „სტანდარდს“ ბაქოს „ინტერს“, ყაზახეთის “ქაირათს”, “ორდაბასის”, “კასპიის”, ასევე საქართველოს 21-წლამდელთა და ეროვნულ ნაკრებს უძღვებოდა.
ლაშა თაბაგარი





