საბა გოგლიჩიძე 2026-2027 წლების სეზონს იტალიის სერია A-ს ბინადარ „მონცაში“ გაატარებს. „უდინეზემ“ საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი ერთი წლით გაანათხოვრა და იჯარის ამოწურვის შემდეგ, „მონცას“ მისი ტრანსფერის გამოსყიდვის უფლება ექნება.
2025 წლის ზაფხულში „უდინეზემ“ გოგლიჩიძე „ემპოლიდან“ 4 მილიონ ევროდ შეიძინა და კონტრაქტი 2030 წლის ივნისამდე გაუფორმა. ის უდენელთა შემადგენლობაში ვერ დამკვიდრდა და გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით „უოტფორდში“ გაატარა. მიმდინარე სეზონის სტარზე საბას ორ ტურში ერთი წუთიც არ უთამაშია და ამიტომ, მისი იჯარით გაშვება გასაკვირი არაა. „მონცას“ მთავარი მიზანი სერია A-ში ადგილის შენარჩუნებაა. ივან იურიჩის გაწვრთნილი გუნდმა ორივე თამაში წააგო – „ინტერთან“ 1:4, ხოლო „უდინეზესთან“ 2:3.
ლაშა თაბაგარი





