ოთარ მამაგეიშვილი „ვოლფსბერგის“ სასტარტოში დამკვიდრდა

0
3

ოთარ მამაგეიშვილმა, რომელიც „ვოლფსბერგს“ ერთწლიანი იჯარით პორტუგალიის „ფამალიკაოდან“ ზაფხულში შეუერთდა, ავსტრიული გუნდის სასტარტო შემადგენლობაში კიდევ ერთი მატჩი ჩაატარა.
მე-4 ტურში „ვილფსბერგი“ სახლში მოქმედ ჩემპიონ ლასკთან 1:3 დამარცხდა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ექსნახევარმცველმა მოედანზე 81 წუთი გაატარა.
მატჩის მე-2 წუთზე მასპინძლებს მცველი გაუძევეს, მაგრამ 34-ე წუთზე ანგარიში მაინც გახსნეს. სტუმრებმა საპასუხო ბურთი 54-ე წუთზე გაიტანეს, ხოლო 68-ე წუთზე დაწინაურდნენ. 84-ე წუთზე ლასკმა კიდევ ერთი ბურთი გაიტანა და საბოლოო ჯამში სამი ქულა აიღო.
„ვოლფსბერგი“ 5 ქულით 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა, ხოლო 23 წლის მამაგეიშვილმა სასტარტოში ზედიზედ მესამედ ითამაშა.
ლაშა თაბაგარი