ენცო ფერნადესი კარიერას „მანჩესტერ სიტიში“ განაგრძობს

0
6

„მანჩესტერ სიტიმ“ ლონდონის „ჩელსიდან“ ენცო ფერნადესი შეიძინა. არგენტინის ეროვნული ნაკრების 25 წლის თავდამსხმელმა კონტრაქტი 2031 წლამდე გააფორმა.
ენცო ფერნადესის სანაცვლოდ „სიტიმ“ ლონდონელებს 145 მილიონი ევრო გადაუხადა. კლუბის არსებობის ისტორიაში ეს ტრანსფერი ყველაზე ძვირადღირებულია, ხოლო პრემიერლიგაში მეორეა – შარშან „ლივერპულმა“ შვედი ფორვარდის ალექსანდრ ისაკის სანაცვლოდ „ნიუკასლს“ იმავე რაოდენობის თანხა გადაუხადა.
2023 წლის იანვარში „ჩელსიმ“ სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელის სანაცვლოდ ლისაბონის „ბენფიკას“ 121 მილიონ ევრო გადაუხადა და მაშინ, ინგლისის ფეხბურთის ისტორიაში ეს გარიგება ყველა ძვირადღირებული აღმოჩნდა. მან ლონდონელთა მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 170 შეხვედრაში 31 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი