დავით ვოლკოვმა „ზირეს“ მაისურით მიმდინარე სეზონში აზერბაიჯანის ჩემპიონატში პირველი საგოლე პასი მიითვალა. მე-3 ტურში ბაქოელებმა შინ თანაქალაქელი „ნეფთჩი“ 1:0 დაამარცხეს, ხოლო სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა ვოლკოვმა მოედანზე 76-ე წუთზე გაატარა.
პირველი ნახევრისთვის დამატებულ მე-3 წუთზე ქართველმა ფორვარდმა სტუმართა ნახევარზე ქუსლით ერთი შეხებით თავს ზემოთ გადაუგდო ბურთი მეტოქეს და საჯარიმოში შესულმა პასი ალიევს გაუკეთა, რომელმაც მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა. ვოლკოვმა ამ სეზონში ერთი გოლიც გაიტანა. გიორგი პაპუნაშვილი მასპინძლების შემადგენლობაში მოედანზე 75-ე წუთზე გამოჩნდა.
„ზირე“ 9 ქულით 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია.
ლაშა თაბაგარი





