ანზორ მექვაბიშვილი კარიერას MLS-ის კლუბ „ჩიკაგო ფაიერსში“ განაგრძობს, სადაც პოლონეთის ნაკრების კაპიტანი რობერტ ლევანდოვსკი გამოდის. ეს ინფორმაცია ჩიკაგოურ კლუბმა დაადასტურა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა 2028-2029 წლების სეზონის ბოლომდე გააფორმა კონტრაქტი, რომლის ამოწურვის შემდეგ, მხარეები სურვილის შემთხვევაში თანამშრომლობას ავტომატურად 2029-2030 წლების სეზონის ბოლომდე გააგრძელებენ. რუმინული კლუბი 25 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 3 მილიონ ევროს მიიღებს.
მექვაბიშვილი “ჩიკაგო ფაიერსში” ლეგიონერის ქვოტას სამედიცინო შემოწმების გავლის, P-1 ვიზის და საერთაშორისო სატრანსფერო სერთიფიკატის მიღების შემდეგ დაიკავებს.
მექვაბიშვილის ხელფასი თავდაპირველად თვეში 80000 დოლარი იქნება, ხოლო შემდეგ 100000 დოლარამდე გაიზრდება. ცნობისთვის, ის “უნივერსიტატიაში” თვეში 20000 ევროს გამოიმუშავებდა.
მექვაბიშვილი „უნივერსიტატიაში“ 2023-2024 წლების სეზონიდან გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 119 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა, პლუს 11 საგოლე პასი გააკეთა.
მან გასულ სეზონში კრაიოველთა მაისურით რუმინეთის ჩემპიონატი და რუმინეთის თასი, ხოლო მიმდინარეში სუპერთასი მოიგო. მის სანაცვლოდ რუმინელებმა თბილისის “დინამოს” 750000 ევრო გადაუხადეს.
ლაშა თაბაგარი





