თორნიკე მორჩილაძე კარიერას ესპანეთის რანგით მე-3 ლიგის „ლუგოში“ განაგრძობს, სადაც თავის დროზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსნახევარმცველი გიორგი აბურჯანია გამოდიოდა.
24 წლის ქართველმა გარემარბმა კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. მან გასული სეზონის მეორე ნახევარი ხორვატიის უმაღლესი დივიზიონს გუნდ „რიეკაში“ გაატარა, სადაც 13-ჯერ ითამაშა.
ის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია, ხოლო 2023 და 2024 წლებში იჯარით თელავში გამოდიოდა. ის გასული სეზონის წინ „დინამოში“ დაბრუნდა და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 30 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა, პლუს 1 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი





