გიორგი აბურჯანია კარიერას ინდოეთის სუპერლიგის კლუბ „ოდიშაში“ განაგრძობს. საქართველოს ეროვნული გუნდის 31 წლის ექსნახევარმცველმა გასულ სეზონში საუდის არაბეთის რანგით მეორე ლიგის „ჯედაში“ ირიცხებოდა, სადაც არ უთამაშია.
ის კარიერის განმავლობაში ასევე რუსთავის „მეტალურგში“, გორის „დილაში“, თბილისის „ლოკომოტივში“, კვიპროსის ფამაგუსტას „ანორთოსისში“, ესპანეთის ტარაგონას „ხიმნასტიკში“, „სევილია II”-ში, „ლუგოში“, „ოვიედოში“. „კარტახენაში“, ნიდერლანდების „ტვენტეში“, პორტუგალიის „ჟილ ვისენტეში“ და თურქეთის „ჰათაისფორში“ გამოდიოდა.
აბურჯანიამ საქართველოს ეროვნულ გუნდში 39 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი





