გიორგი ქოჩორაშვილის „სევილიაში“ დებიუტი გადაიდო. ესპანეთის ლა ლიგის მე-2 ტურში „სევილია“ სტუმრად ბილბაოს „ატლეტიკს“ შეხვდა და 3:1 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, რომელმაც ამ კვირაში სევილიელბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.
მატჩის მე-11 წუთზე მასპინძლებს უხეშობისთვის მცველი იური ბერჩიჩე გაუძევეს, ხოლო სტუმრები მე-15 წუთზე ოსომ დააწინაურა. 50-ე წუთზე „სევილიდან“ თავი ეჯუკემ გამოიჩინა, შვიდ წუთში კი, მას მხარი რომერომ აუბა. მასპინძლებიდან ერთადერთი ბურთი აიტორ პარედესმა გაიტანა.
ცნობისთვის, „სევილიამ“ ქოჩოარაშვილი ლისაბონის „სპორტინგიდან“ ოთხ მილიონ ევროდ შეიძინა.
ლაშა თაბაგარი





