სერია A დაიწყო – გოგლიჩიძეს და ჩაკვეტაძეს არ უთამაშიათ

0
1

იტალიის სერია A-მ სტარტი აიღო, მაგრამ სამწუხაროდ ქართველ ფეხბურთელებს არ უთამაშიათ. პირველ ტურში „უდინეზემ“ „კომოს“ უმასპინძლა, რომელმაც გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1.
უდინელთა განაცხადში საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებიდან მხოლოდ მცველი საბა გოგლიჩიძე მოხვდა, რომელიც თამაშში არ ჩართულა. ჩაკვეტაძე ტრავმის მორჩენის მერე რეაბილიტაციას გადის და ჯერ თამაშში არ ჩართულა.
მასპინძლებიდან ანგარიში 29-ე წუთზე ჰასანე კამარამ გახსნა, ხოლო სტუმრებიდან საპასუხო ბურთი დუვიკასმა გაიტანა.
ლაშა თაბაგარი