ოთარ კაკაბაძემ მიმდინარე სეზონში პოლონეთის ექსტრაკლასაში პირველი საგოლე პასი მიითვალა. მე-5 ტურში „კრაკოვიამ“, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი კაპიტნობს შინ თანაქალაქელი „ვიეჩისტა“ 3:2 დაამარცხა.
კაკაბაძე სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 61-ე წუთზე ჩაერთო. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე, როდესაც ანგარიში 2:2 იყო, ოთარმა პასი ჰასიჩს გაუკეთა, რომელმაც შორი მანძილიდან გამარჯვების გოლი გაიტანა. „კრაკოვია“ 8 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა.
ესტონეთის ჩემპიონატის 24-ე ტურში „ლევადიამ“ შინ „ნარვა“ 4:0 დაამარცხა. მასპინძლებში მიმდინარე ზაფხულში „რუსთავიდან“ გადასული ნიკოლოზ ქუთათელაძე თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო. 67-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 2:0 იყო, მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილი ქუთათელაძის დარტყმული ბურთი მეკარე მოიგერია, მაგრამ ქართველმა ლეგიონერის დამატებული ზუსტი აღმოჩნდა – 3:0.
70-ე წუთზე ქუთათელაძე სტუმართა საჯარიმოში ერთ მცველს გაცდა და პასი ჟოაო პედროს მისცა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. „ლევადია“ 56 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერობს.
ლაშა თაბაგარი





