„ინტერმა“ ინგლისის ნაკრების შუახაზელი შეიძინა

0
4

მილანის „ინტერმა“ „ლივერპულიდან“ ნახევარმცველი კერტის ჯონსი შეიძინა. ინგლისის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა იტალიურ კლუბთან კონტრაქტი 2031 წლამდე გააფორმა.
„ლივერპულმა“ ჯონსის სანაცვლოდ 32 მილიონი ევრო მიიღო და კიდევ 4 მილიონი ბონუსადაა გათვალისწინებული. ჯონსი მერსისაიდელების აღზრდილია და პირველ გუნდში 2018 წლიდან გამოდიოდა. მან ყველა ტურნირში ჩატარებულ 228 მატჩში 22 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი