კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 22-ე ტურში ბერძენის დიამანტის ვავალისის გაწვრთნილმა გორის „დილა“ შინ ქუთაისის „ტორპედო“ მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ ორბურთიანი სხვაობით იგებდა, მხოლოდ ქულა აიღო.
მატჩის 24-ე წუთზე გვინეელმა მოჰამედ კანტემ ფინტებით სტუმართა საჯარიმოში ჯერ დავით ბუკია ჩამოიცილა, შემდეგ ხორვატი მატეო შიმიჩი და ბურთი კარის ბადეში გადაგზავნა – 1:0. 26-ე წუთზე „ტორპედოს“ გარემარბმა აკაკი შულაიამ ტრავმის გამო მოედანი დატოვა.
77-ე წუთზე შოთა შეყილაძემ გორელთა ნახევარზე ერთი ქუთაისელი ფეხბურთელი ჩამოიცილა და საჯარიმოში შესულმა მეკარესთან პირისპირ ბადრი გოგობერიშვილი დატოვა, რომელმაც „დილა“ კიდევ უფრო დააწინაურა – 2:0.
ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე არაბიძემ ზუსტი პასი გაუკეთა გორელთა საჯარიმოში სერბ თავდამსხმელ კომნენ ანდრიჩს, რომელმაც დაახლოებით პენალტის ნიშნულიდან თავი ლამაზი გოლი გაიტანა – 2:1.
96-ე წუთზე არაბიძემ დაახლოებით 25 მეტრიდან ძალიან ეფექტური გოლი შეაგდო და ქუთაისელებს ქულა გადაურჩინა.
„ტორპედო“, რომელსაც გერმანელი დირკ შუსტერი თავკაცობს 31 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა, ხოლო „დილა“ 30 ქულით მეშვიდეა.
ლაშა თაბაგარი





