„მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ბრაიტონიდან“ ნახევარმცველი კარლოს ბალება იყიდა. ინგლისურმა გრანდმა, რომელსაც მაიკლ კერიკი თავკაცობს, კამერუნის ეროვნული ნაკრების 22 წლის ნახევარმცველში 65 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადა, ხოლო კიდევ 5 მილიონი ბონუსადაა გათვალისწინებული.
„ბრაიტონმა“ 2023 წელს ბალება საფრანგეთის „ლილიდან“ 27 მილიონ ევროდ შეიძინა. აფრიკელმა ფეხბურთელმა ბრაიტონელთა მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 112 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი





