ტონი კროოსი: „ოქროს ბურთის“ მფლობელი ხვიჩა კვარაცხელია უნდა გახდეს“

0
3

გერმანიის ეროვნული ნაკრების, მადრიდის „რეალის“ და მიუნხენის „ბაიერნის“ ექსნახევარმცველ ტონი კროოსს მიაჩნია, რომ წელს „ოქროს ბურთი“ ხვიჩა კვარაცხელიამ უნდა მოიგოს.
„ოქროს ბურთის“ მფლობელი ხვიჩა კვარაცხელია უნდა გახდეს. ჩემთვის ის ცალსახად ნომერ პირველია. ოთხმა მოთამაშემ, რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშეს – მესი, ბელინგემი, მბაპე და როდრი, თავის კლუბებში საშუალო სეზონი ჩაატარეს. კვარაცხელია საუკეთესო მოთამაშეა, აგრეთვე როგორც გასულ სეზონში, ისევე ახლაც მსოფლიოში საუკეთესო კლუბის ფეხბურთელია“ – დაწერა გერმანელმა სოციალურ ქსელში.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი პსჟ-ში 2025 წლის იანვრიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 82 მატჩში 28 გოლი გაიტანა. მან პარიზელებთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონატი ორჯერ, საფრანგეთის თასი ერთხელ, საფრანგეთის სუპერთასი ერთხელ, უეფას ჩემპიონთა ლიგა ორჯერ, უეფას ევროპის სუპერთასი ორჯერ, ხოლო საკონტინენტთაშორისო თასი ერთხელ მოიგო. გარდა ამისა, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა, სადაც პსჟ „ჩელსისთან“ დამარცხდა.
ის გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი მოთამაშეა, რომელმაც პლეი-ოფის ზედიზედ შვიდ შეხვედრაში საგოლე მოქმედება შეასრულა. მან 2025-2026 წლების სეზონში პარიზელთა მაისურით ყველა ტურნირში 48-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 19-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი