სილაგაძის და ნადარეიშვილის გოლები სლოვაკეთის თასზე

0
7

ლუკა სილაგაძემ „პოდბრეზოვას“ შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში თავი პირვლად გამოიჩინა. სლოვაკეთის თასის 1/64-ფინალში „პოდბრეზოვა“ სტუმრად ქვედალიგელ „რუდნანის“ დაუპირისპირდა და 3:0 დაამარცხა. ქართველი შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 41-ე წუთზე მისი დარტყმის შემდეგ ანგარიში 2:0 გახდა.
„ტრენჩინში“ გადასვლის შემდეგ, თავის ანგარიშზე პირველი გოლი ჩაიწეა 21 წლის მცველმა გია ნადარეიშვილმა. თასზე „ტრენჩინმა“ გასვლაზე ქვედალიგელი „იედნოტა ბანოვა“ 6:0 გაანადგურა, ხოლო ნადარეიშვილმა 61-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა ხუთ ბურთამდე გაზარდა.
ლაშა თაბაგარი