კვერნაძემ სეზონი დუბლით და საგოლე პასით დაიწყო

0
6

გიორგი კვერნაძემ იტალიაში ახალი სეზონი ძალიან კარგად დაიწყო. თასის 1/32-ფინალში „ფროზინონე“, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი გამოდის, შინ სერია B-ში მოასპარეზე „იუვე სტაბიას“ შეხვდა და 4:1 დაამარცხა.
კვერნაძემ შეუცვლელად ითამაშა და მე-20 წუთზე მეტოქის საჯარიმოში მყოფმა გედიემისის პასის მერე ერთი შეხებით ანგარიში გახსნა. მან 29-ე წუთზე გადაცემა ჩიჩელას გაუკეთა, რომელმაც დაახლოებით 25 მეტრიდან ძლიერი დარტყმით „ფროზინონეს“ უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა.
38-ე წუთზე მასპინძლებიდან თავი რაიმონდომ გამოიჩინა, ხოლო 10 წუთში კანდელონემა ერთი ბურთი გაქვითა. 71-ე წუთზე რაიმონდომ პასი საჯარიმოში კვერნაძის მიმართულებით გააკეთა, რომელმაც მცველთან ორთაბრძოლაში ბურთი ერთი შეხებით დაამუშავა, ხოლო მეორეთი კარში გადაგზავნა. ეს გოლი შეხვედრაში საბოლოო აღმოჩნდა.
იტალიის სერია A-ში წელს დაბრუნებული „ფროზინონე“ პირველ შეხვედრას 23 აგვისტოს სახლში ტურინის „იუვენტუსთან“ ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი