ბათუმის „დინამომ“ წყალტუბოში იოლად მოიგო

0
0

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 21-ე ტურის მეორე სათამაშო დღე წყალტუბოში დასრულდა, სადაც გიორგი ონიანის გაწვრთნილმა „სამგურალმა“ ბათუმის „დინამო“ მიიღო და ოთხი უპასუხო ბურთი გაუშვა.
მატჩის მე-16 წუთზე ბათუმელთა ბრაზილიელმა ფორვარდმა პაულო ვიტორმა, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში პირველად მოხვდა ფეხის ტრავმა მიიღო და ლუკა წულუკიძემ შეცვალა. 21-ე წუთზე წულუკიძემ ჯარიმის შეასრულების დროს ბურთი საჯარიმო მოედანში ჩააწოდა, სადაც ებრაელმა ეშეტიემ მცველებს აჯობა და თავით ანგარიში გახსნა – 0:1.
36-ე წუთზე წულუკიძემ მეტოქის ნახევარზე ერთ სამგურალელს გავდა და დაახლოებით 20 მეტრიდან შორეულ კუთხეში „მოჭრილი“ დარტყმით ლამაზი გოლი გაიტანა – 0:2.
მე-40 წუთზე წყალტუბოელთა ნახევარზე მყოფმა თორნიკე კირკიტაძემ მარჯვენა ფლანგიდან პასი გააკეთა და მასპინძლების რუს მეკარე არსენ სიუკაევს ბურთი ხელიდან გაუვარდა, ხოლო მოლდოველმა დმიტრი მანდრჩინეკომ ანგარიშში სხვაობა სამ ბურთამდე გაზარდა – 0:3.
62-ე წუთზე კირკიტაძემ ბურთიანად მასპინძლების საჯარიმოში შეიჭრა და პასი ალბანელ უერდი მარას გაუკეთა, რომელმაც მეკარისგან მარჯვენა დაბალ კუთხეში გაიტანა. განვლილ შეხვედრაში წულუკიძეს დუბლის შესრულების შანსი ჰქონდა, როდესაც საჯარიმოში მდგომმა დაარტყა და სიუკაევის ხელიდან ბურთი ზედა ძელს მოხვდა.
გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით ბათუმელებმა 31 ქულა დააგროვეს და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე არიან, ხოლო „სამგურალი“ 28 ქულით მეშვიდეა.
ლაშა თაბაგარი