„ბარსელონას“ ექსკაპიტანი „ლოს ანჯელეს გელექსში“ გადავიდა

0
2

სერხი რობერტო კარიერას MLS ბინადარ „ლოს ანჯელეს გელექსიში“ განაგრძობს. „ბარსელონას“ ექსკაპიტანმა ამერიკულ კლუბთან 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი, რომლის ამოწურვის შემდეგ, მხარეები სურვილის შემთხვევაში თანამშრომლობას 2029 წლის ზაფხულამდე გააგრძელებენ.
ამპლუით ნახევარმცველი 34 წლის სერხი რობერტო „ბარსელონას“ აკადემიის აღზრდილია და კლუბის სისტემაში 2006-2024 წლებში იმყოფებოდა. მან პირველ გუნდში საერთო ჯამში ყველა ტურნირში ჩატარებულ 373 მატჩი 19 გოლი გაიტანა და 43 საგოლე პასი გააკეთა. ის ბოლო ორი სეზონი იტალიის „კომოში“ გამოდიოდა, რომლის შემადგენლობაში 37-ჯერ ითამაშა და 1 გოლი მიითვალა.
ლაშა თაბაგარი