საბა ლობჟანიძის „რეალ სოლტ ლეიკმა“ ლიგების თასი, რომელშიც ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკის გუნდები მონაწილეობენ, პირველი თამაში მოიგო. MLS-ის ბინადარმა შინ მექსიკის „ატლანტეს“ ოთხი უპასუხო ბურთი გაუტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 66-ე წუთზე ჩაერთო.
მასპინძლებმა პირველ ტაიმში მექსიკელთა კარი ერთხელ აიღეს, ხოლო შესვენების შემდეგ სამი ბურთი გაუტანეს. „რეალ სოლტ ლეიკი“ 12 აგვისტოს მექსიკის „ხუარესს“ მიიღებს. 3 ტურის შემდეგ, 4-4 საუკეთესო ამერიკული და მექსიკური გუნდები 1/4-ფინალში დაწყვილდებიან.
ლაშა თაბაგარი





