ალექსის სანჩესი MLS-ში ითამაშებს

0
1

ალექსის სანჩესი კარიერას MLS-ის კლუბ „მონრეალში“ განაგრძობს. ჩილეს ეროვნული გუნდის 37 წლის თავდამსხმელი კანადელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
გასულ სეზონში სანჩესი ესპანურ „სევილიაში“ გამოდიოდა, სადაც ყველა ტურნირში ჩატარებულ 30 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ის კარიერის განმავლობაში ასევე „კობრელოაში“, „უდინეზეში“, „კოლო-კოლოში“, „რივერ პლეიტში“, „ბარსელონაში“, „არსენალში“, „მანჩესტერ იუნაიტედში“, მილანის „ინტერში“ და „მარსელში“ გამოდიოდა.
მან ჩილეს ეროვნულ გუნდში 168-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 51-ჯერ აიღო. ის ნაკრებში ჩატარებული მატჩების და გატანილი გოლების რაოდენობით ჩილელთა ყველა დროის რეკორდსმენია. მან სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატი ორჯერ მოიგო – 2015 და 2016 წლებში.
ლაშა თაბაგარი