„ვოლფსბერგი“, რომელსაც ზაფხულში პორტუგალიის „ფამალიკაოდან“ ერთწლიანი იჯარით ოთარ მამაგეიშვილი შეუერთდა, ავსტრიის ბუნდესლიგის მე-2 ტურში „ზალცბურგი“ მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არც ამჯერად იყო და თამაშში 66-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
ორი ტურის შემდეგ, „ვოლფსბერგი“ 4 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





