კაკაბაძე პირველი ტაიმის მერე შეცვალეს

0
2

„კრაკოვია“, რომლის კაპიტანი ოთარ კაკაბაძეა, პოლონეთის ექსტრაკლასას მე-3 ტურში სტუმრად „შლიონსკის“ შეხვდა და გუნდები უქულო ფრეზე გაიყარნენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 46-ე წუთზე შეცვალეს.
„კრაკოვიას“ სამი ტურის შემდეგ, ჯერ თამაში არ მოუგია და 2 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილზეა.
31 წლის კაკაბაძეს გასული სეზონის დიდი ნაწილი გაუცდა, რადგან აქილევსის მყესზე ოპერაცია გაიკეთა. მან ჩემპიონატში ჩატარებულ 13 მატჩში 2 გოლი გაიტანა, პლუს ამდენივე საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი