გასულ სეზონში იტალიის სერია A-ში დაბრუნებულმა „ფროზინონემ“, რომელშიც გიორგი კვერნაძე თამაშობს, ზაფხულის მოსამზადებელ პერიოდში შინ რომის „ლაციოსთან“ ისპარინგა და 1:2 დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-60 წუთზე შეცვალეს. შეხვედრის მე-12 წუთზე რომაელთა საჯარიმოში მარცხნიდან შესული კვერნაძე ერთ მცველს გაცდა და პასი თანაგუნდელს მისცა, რომლის დარტყმული ბურთი ისევ ქართველს მიუვიდა, ამ უკანასკნელმა კარში დაარტყა, ხოლო გალომ ფეხით მიმართულება შეუცვალა ტყავის სფეროს, რის შემდეგა ანგარიში გაიხსნა.
შეცვლამდე კვერნაძეს თავის გამოჩენა შეეძლო, როდესაც „ლაციოს“ მეკარემ გამოსვლაზე შეცდომა დაუშვა და ბურთი ხელიდან გაუვარდა, მაგრამ 23 წლის გიორგიმ საჯარიმოს გარედან არაზუსტად დაარტყა.
„ფროზინონე“ 16 აგვისტოს იტალიის თასის 1/32-ფინალში „იუვე სტაბიას“ უმასპინძლებს, ხოლო 23 აგვისტოს სერია A-ს პირველ ტურში ტურინის „იუვენტუსს“ მიიღებს.
ლაშა თაბაგარი





