ლევან ნონიკაშვილმა, რომელიც მიმდინარე სეზონის წინ „სკალიცას“ შეუერთდა, ახალ გუნდში სადებიუტო გოლი გაიტანა.
სლოვაკეთის უმაღლესი დივიზიონის მე-3 ტურში „სკალიცა“ „ჟილინას“ ესტუმრა და 3:1 აჯობა. ქართველი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაშ იყო და 73-ე წუთზე შეცვალეს.
მატჩის მე-3 წუთზე მასპინძლების საჯარიმოში გახსნილმა ნონიკაშვილმა ბურთი თანაგუნდელისგან მიიღო და კარის ბადეში გაახვია. 31 წლის ფეხბურთელი „სკალიცაში“ გადასვლამდე 4 სეზონი „ზლატე მორავცეში“ თამაშობდა. „ჟილინაში“ შეუცვლელად საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მცველმა ალექსანდრე ნარიმანიძემ ითამაშა.
3 ტურის შემდეგ „სკალიცა“ 7 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა, ხოლო „ჟილინა“ 4 ქულით მეექვსეა.
ლაშა თაბაგარი





