მამარდაშვილის ტაიმი – „ლივერპულმა“ ამხანაგური ისევ წააგო

0
1

„ლივერპულმა“, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს, ზაფხულის მოსამზადებელ პერიოდში მორიგი საკონტროლო თამაში შინ „მონაკოსთან“ ჩაატარა და 2:3 წააგო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო. მატჩის მე-16 წუთზე „ლივერპულიდან“ ანგარიში ისაკმა გახსნა, ხოლო 29-ე წუთზე ვირცმა მასპინძლები კიდევ უფრო დააწინაურა. 44-ე წუთზე გოლოვინმა პენალტიდან ერთი ბურთი გაქვითა.
56-ე წუთზე მამარდაშვილთან პირისპირ დარჩენილ ბიერეტის ქართველმა მეკარემ კი აუღო, მაგრამ ბურთი ისევ ფრანგების ფორვარდს დარჩა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა. 88-ე წუთზე „მონაკომ“ კუთხური ჩააწოდა და ბრუნერმა მცველს დაასწრო, რის შემდეგ თავით ბურთი ახლო კუთხეში შეაგდო.
„ლივერპული“ მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 16 აგვისტოს იტალიის „კომოსთან“ ჩაატარებს, ხოლო 23 აგვისტოს პრემიერლიგის პირველ ტურში სტუმრად „ნიუკასლს“ დაუპირისპირდება.
ლაშა თაბაგარი