ყაზაიშვილის მე-100 მატჩი და მეხუთე საგოლე პასი

0
3

ვაკო ყაზაიშვილმა „შანდუნის“ მაისურით მიმდინარე სეზონში ჩინეთის სუპერლიგაში მე-5 საგოლე პასი შეასრულა. 22-ე ტურში „შანდუნმა“ „ტიანძინ ტაიგერს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო. ყაზაიშვილმა „შანდუნში“ მეასეჯერ ითამაშა და ამიტომ, შეხვედრის წინ ჩარჩოში ჩასმული 100-ნომრიანი მაისური გადასცეს.
სტუმრები 79-ე წუთზე დაწინაურდნენ, ხოლო 84-ე წუთზე ყაზაიშვილის ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, ლუის იანგმა თავით ანგარიში გაათანაბრა. ძირითადი დროსთვის მსაჯის მიერ დამატებულ მე-3 წუთზე კრიზანმა გაიტანა და მასპინძლებს სამი ქულა ააღებინა.
ყაზაიშვილმა მიმდინარე სეზონში ჩინეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 22 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. „შანდუნი“ 30 ქულით 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.

ლაშა თაბაგარი