თბილისის „დინამოში“ ბრაზილიელი ნახევარმცველი ველტონ ნუნიეშ კარვალიო ითამაშებს. ამის შესახებ დინამოელთა პრესსამსახური იუწყება:
„დინამოს რიგებს ბრაზილიელი ნახევარმცველი – ველტონ ნუნიეს კარვალიო შეუერთდა. კარვალიომ საფეხბურთო კარიერა ბრაზილიურ „ლონდრინაში“ დაიწყო. შემდეგ პორტუგალიური „ვიტორია გიმარაეშის“, „ფელგეირას“ და „პასუშ ფერეირას ღირსებას იცავდა. ბოლო სეზონი ველტონმა სომხეთის „არარატ არმენიაში“ გაატარა.
27 წლის ფეხბურთელს შემტევი ნახევარმცველისა და ვინგერის პოზიციაზე თამაშის გამოცდილება აქვს. კლუბსა და კარვალიოს შორის ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა“.
ლაშა თაბაგარი





