მიქაუტაძემ ამჯერად „გალათასარაის“ გაუტანა.

0
8

გიორგი მიქაუტაძემ „ვილიარეალის“ მაისურით ზაფხულის მოსამზადებელ პერიოდში კიდევ ერთი გოლი გაიტანა.
„ვილიარეალმა“ თურქეთში „გალათასარაისთან“ ამხანაგურ მატჩი ჩაატარა, რომელიც 2:1 მოიგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაშ იყო და 72-ე წუთზე შეცვალეს.
შეხვედრის მე-3 წუთზე ესპანელებიდან პენალტი აიოსო პერესმა გაიტანა, ხოლო ორ წუთში ვიქტორ ოსიმენმა ანგარიში გაათანაბრა. 41-ე წუთზე სტამბოლელთა საჯარიმოში მარჯვნიდან შესულმა პეპემ პასი მიქაუტაძეს მისცა, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა. ვიდრე შეცვლიდნენ გიორგი კარგი გადაცემა ჯერ კარლოს რომეროს გაუკეთა, შემდეგ ბუქანანს, მაგრამ საგოლე შანსი ვერცერთმა გამოიყენა.
ლაშა თაბაგარი