„კიოლნმა“, რომელსაც ლუკა ლოჩოშვილი ზაფხულში შეურთდა, შინ ამხანაგური შეხვედრა სან-სებასტიანის „რეალ-სოსიედადთან“ ჩაატარა და 2:1 გაიმარჯვა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა გერმანიის პირველი ბუნდესლიგის ბინადარს შეუცვლელად უკაპიტნა.
მატჩის მე-5 წუთზე ანგარიში მასპინძლები მაინამ დააწინაურა. მე-10 წუთზე „კიოლნის“ საჯარიმოში მყოფ ლოჩოშვილის თანაგუნდელის ფეხიდან მოხვდა ფეხში ბურთი, რომელიც კარის ბადეში აღმოჩნდა. 78-ე წუთზე კიოლნელებიდან თავი იაკობიმ გამოიჩინა და ეს გოლი შეხვედრაში საბოლოო აღმოჩნდა.
ლაშა თაბაგარი





