აბუაშვილმა „მეცს“ მოაგებინა

0
4

გიორგი აბუაშვილმა საფრანგეთის ლიგა 2-ის ახალი სეზონის სტარტზე „მეცის“ წარმატებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. მეცელები შინ „გენგამი“  მიიღეს და 2:1 აჯობეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 82-ე წუთზე შეცვალეს.
მატჩის 30-ე წუთზე მასპინლებიდან პენალტი ფალმა ვერ გაიტანა, ხოლო 51-ე წუთზე სტუმრები დაწინაურდნენ. 58-ე წუთზე ფალმა ანგარიში გაათანაბრა. მე-60 წუთზე თანაგუნდელის პასის შემდეგ, მეტოქის საჯარიმოში გახსნილმა აბუაშვილმა ბურთი ერთი შეხებით დაამუშავა, ხოლო მეორეთი კარში გადაგზავნა.
შეგახსენებთ, რომ აბუაშვილი „მეცს“ შარშან შეუერთდა და საფრანგეთის ლიგა 1-ში ჩატარებულ 23 მატჩში 2 გოლი მიითვალა. გასული სეზონის მერე, „მეცი“ ლიგა 2-ში დაქვეითდა.
ლაშა თაბაგარი