კიტეიშვილი ტრავმის გამო „შტურმს“ ვერ ეხმარება

0
3

ოთარ კიტეიშვილმა წვივის ტრავმის გამო გრაცის „შტურმში“ ზედიზედ მესამე მატჩი გამოტოვა. ის რეაბილიტაციას გადის და გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს.
ავსტრიის ბუნდესლიგის მეორე ტურში „შტურმმა“ ვაიპერის დუბლის წყალობით სტუმრად „ჰარტბერგს“ მოუგო, რომელიც ფეხბურთელის გაძევების გამო, მე-60 წუთიდან კაცნაკლული თამაშობდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმველი გიზო მამაგეიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 62-ე წუთზე შეცვალეს.
იტალიის „უდინეზემ“ ამხანაგურ შეხვედრაში „ნოტინგემი“ 1:0 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული გუნდის მცველი საბა გოგლიჩიძე უდინელთა განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმას იშუშებს და „უდინეზეს“ ამიტომ ვერ ეხმარება.
ლაშა თაბაგარი