დავითაშვილმა სეზონი „სენტ-ეტიენში“ დაიწყო

0
1

ზურიკო დავითაშვილი, რომელმაც გასული სეზონი საფრანგეთის ლიგა 2-ში მაღალ დონეზე ჩაატარა და კლუბის შეცვლას უწინასწარმეტყველებდნენ, ჯერჯერობით ისევ „სენტ-ეტიენშია“.
ახალი სეზონის სტარტზე „სენტ-ეტიენი“ გასვლაზე „სოშოს“ შეხვდა და სამი უპასხუო ბურთი გაუტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 69-ე წუთზე ჩაერთო.
„სენტ-ეტიენმა“ მეტოქეს სამივე გოლი პირველი ტაიმის 28 წუთში გაუტანა. 76-ე წუთზე დავითაშვილმა თავისი ნახევრიდან წამოიშო ბურთი და გზად სამ მეტოქეს გაცდა, რის შემდეგ პასი საჯარიმოში გახსნილ დუფუსს გაუკეთა, რომელმაც ხელსაყრელი პოზიციიდან მეკარეს ვერ აჯობა.
ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში დავითაშვილის შეძენის სურვილი რამდენიმე კლუბმა გამოთქვა და აგვისტოს ბოლოს გამოჩნდება ზურიკო ისევ „სენტ-ეტიენში“ დარჩება თუ კარიერას სხვაგან განაგრძობს.
ლაშა თაბაგარი