ხორხელის პირველი გოლი მიმდინარე სეზონში

0
2

ლუკა ხორხელმა ტრნავის „სპარტაკის“ მაისურით მიმდინარე სეზონში სლოვაკეთის ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა. მე-3 ტურში ტრნაველებმა შინ „ბანსკა ბისტრიცა“ 3:0 დაამარცხეს, ხოლო ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა.
მატჩის 39-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები 1:0 იგებდნენ, ხორხელის დარტყმის შემდეგ, ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაიზარდა. 26 წლის ფეხბურთელი სლოვაკურ გუნდში გასულ სეზონში ჩაირიცხა და 24 თამაშში 6 გოლი გაიტანა, პლუს 2 საგოლე პასი გააკეთა. მან თასზე 3-ჯერ ითამაშა და ერთი ბურთი შეაგდო.
ლაშა თაბაგარი