ტყიბულის „მეშახტის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე კახა ჩხეტიანის ოფიციალური დებიუტი წარუმატებელი აღმოჩნდა. კრისტალბეთ ეროვმული ლიგის მე-20 ტურში ტყიბულელებმა წყალტუბოს „სამგურალი“ მიიღეს და 1:2 დამარცხდნენ.
მატჩის მე-6 წუზე „სამგურალის“ ნახევარზე დანიშნული საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს მარჯვენა ფლანგიდან ერეკლე ჯიჯავაძემ ბურთი კართან ახლოს ჩააწოდა, სადაც გიორგი ქანთარიამ მცველებს დაასწრო და თავით ანგარიში გახსნა.
23-ე წუთზე „სამგურალმა“ ჯარიმა გაითამაშა და ლევან გეგეჭკორის პასის მერე, ლაშა შერგელაშვილმა დაახლოებით 25 მეტრიდან დაარტყა – მეკარე ლევან შოვნაძის უხეში შეცდომის შემდეგ, ბურთი ბადეში აღმოჩნდა.
82-ე წუთზე მასპინძლებს უხეშობისთვის მცველი ლაშა უგრეხელიძე გაუძევეს. 88-ე წუთზე დავით კრასოვსკიმ დაახლოებით 22-23 მეტრიდან დაარტყა და შოვნაძე ბურთი მოგერიების დროს შეცდა, ხოლო ირაკლი სირაძემ ახლო მანძილიდან გამარჯვების გოლი გაიტანა,
„სამგურალი“ 28 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა, ხოლო „მეშახტე“ 11 ქულით ბოლოა.
ლაშა თაბაგარი





