ვაწაძემ „დინამოს“ გაამარჯვებინა

0
1

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-20 ტური თბილისში „მიხეილ მესხი 2“-ზე დასრულდა, სადაც „სპაერმა“ თანაქალაქელ „დინამოს“ უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა.
შეხევდრის 31-ე წუთზე „დინამოს“ საჯარიმოში მარჯვნიდან შესულმა ლაშა კოხრეიძემ პასი განელ თავდამსხმელ ბილი ჯიბრილს გაუკეთა, რომელმაც ანგარიში გახსნა.
73-ე წუთზე ფრანგმა ნახევარმცველმა დო კოუტუმ „სპაერის“ საჯარიმოში პასი კობა კაკაშვილს მისცა, რომელმაც ძლიერი დარტყმით საპასუხო ბურთი გაიტანა – 1:1.
ორ წუთში ბრაზილიელი ლეო სანტუშის გადაცემის შემდეგ, მათე ვაწაძემ მასპინძლების საჯარიმოში ბურთი დაამუშავა და კარში გადაგზავნა – 1:2.
დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი „დინამო“ 34 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო ანზორ კიღურაძის ხელმძღვანელობით „სპაერმა“ 22 ქულა დააგროვა და მეცხრეა.
ლაშა თაბაგარი