კვარაცხელიას პსჟ „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუზავდა

0
2

პსჟ-მ, რომლის ერთ-ერთი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელიააა, ზაფხულის მოსამზადებელ პერიოდში მორიგი ამხანაგური თამაში შვედეთის ქალაქ გიოტებორგში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ჩაატარა და გუნდებმა გოლები გაცვალეს – 1:1.
პარიზელებმა ამჯერადაც ბევრი წამყვანი ფეხბურთელის გარეშე ითამაშეს, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მოედანზე 90 წუთი გაატარა.
მატჩის მე-2 წუთზე ხვიჩამ პარის დროს ფერნანდესს გაუკეთა, რომელმაც თავის მხრივ მანჩესტერელთა საჯარიმოში მაიულუ მოძებნა, ამ უკანასკნელმა კი ანგარიში გახსნა. 32-ე წუთზე ინგლისელებიდან ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულის კარი მბეუმომ აიღო.
პსჟ 12 აგვისტოს ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში უეფას ევროპის სუპერთასისთვის ევროპა ლიგის გასული სეზონის გამარჯვებულ ბირმინგემის „ასტონ ვილას“ დაუპირისპირდება.
ლაშა თაბაგარი