ბათუმის „დინამო“, რომელსაც გიორგი ჭიაბრიშვილი წვრთნის, საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-20 ტურში შინ „გაგრას“ დაუპირისპირდა და მოიხედავად იმისა, რომ 2:0 იგებდა, საბოლოოდ ქულა აიღო.
მატჩის მე-12 წუთზე მეტოქის ნახევარზე მყოფმა თორნიკე კირკიტაძემ საჯარიმოში ჩააწოდა და ზურაბ ჭავჭანიძის მოგერიებული ბურთი ისევ კირკიტაძეს მიუვიდა, რომლის გადაცემის მერე მოლდოველმა ფორვარდმა დმიტრი მანდრჩინეკომ თავით ანგარიში გახსნა.
30-ე წუთზე მანდრიჩენკო სტუმართა საჯარიმოში პასს თანაგუნდელს უკეთებდა და ბურთი ხელით ბრაზილიელ ვანდერსონ სილვამ შეაჩერა, ხოლო მთავარმა მსაჯმა აკაკი ფრჯიკიამ პენალტი დანიშნა. ლუკა წულუკიძემ თერთმეტმეტრიანი „პანენკას“ სტილში შეასრულა და ბათუმელები კიდევ უფრო დააწინაურა.
პირველი ტაიმის შემდეგ ბულგარეთის ნაკრების მცველი ივან ტურიცოვი, რომელმაც ტრავმა მიიღო, რეზო ჩიტეიშვილმა შეიცვალა. გარდა ამისა, 64-ე წუთზე სანდრო ალთუნაშვილი დაშავდა და მის ნაცვლად თამაშში გურამ ჯაფარიძე ჩაერთო.
ამ ორი ფეხბურთელის გამოკლება გუნდს აშკარად დაეტყო და „გაგრამ“, რომელიც პირველ ტაიმში ვერაფერს აკეთებდა, თამაშში გარდატეხა შეიტანა. თუმცა, მანამდე, წულუკიძემ გაუშვა დუბლის შესრულების შანსი, როდესაც კირკიტაძის პსის მერე, ახლო მანძილიდან ბურთი კარს ააცილა.
68-ე წუთზე ვანდერსონ სილვამ კუთხური ჩააწოდა და ჭავჭანიძემ თავით გაიტანა.
85-ე წუთზე განელმა ადეიეიემ საჯარიმოში პასი უკრაინელ ვიქტორ ბლიზნიჩენკოს გაუკეთა, რომელმაც ბურთს მიმართულება შეუცვალა, ხოლო ვანდერსონ სილვამ ანგარიში გაათანაბრა.
ბათუმელებს 28 ქულა აქვთ და 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა, ხოლო სერბი ჟელკო ლიუბენოვიჩის გაწვრთნილი „გაგრა“ 23 ქულით მერვეა.
ლაშა თაბაგარი





