ზივზივაძემ სეზონი გოლით დაიწყო

0
2

ბუდუ ზივზივაძემ მეორე ბუნდესლიგაში 2026-2027 წლების სეზონი შედეგიანად დაიწყო. „ჰაიდენჰაიმმა“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი გამოდის, პირველ ტურში „ოსნაბრუკი“ მიიღო და 4:3 დაამარცხა.
ზივზივაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 88-ე წუთზე შეცვალეს. მატჩის მე-10 წუთზე კოსტლის გადაცემის შემდეგ, მეტოქის საჯარიმოში მყოფმა ბუდუმ ერთი შეხებით ბურთი დაამუშავა და მეორეთი კარში გადაგზავნა.
მე-16 წუთზე ქართველმა ლეგიონერმა „ოსნაბრუკის“ კარი მეორედ აიღო, მაგრამ მსაჯმა ეპიზოდი VAR-ზე გადაამოწმა და თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. 76-ე წუთზე ზივზივაძემ ერთი მცველი ფინტით ჩამოიცილა და საჯარიმოში შესულმა ბურთი კარს ოდნავ ააცილა.
ლაშა თაბაგარი