მექვაბიშვილის „უნივერსიტატიამ“ ფინეთში ფრე ითამაშა

0
0

კრაიოვას „უნივერსიტატიამ“, რომელშიც ანზორ მექვაბიშვილი გამოდის, უეფას ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი სტუმრად ფინეთის კუპს-თან 1:1 დაასრულა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე შეცვალეს. რუმინელები 38-ე წუთზე ბაიარამმა დააწინაურა, ხოლო მასპინძლებიდან 72-ე წუთზე ანგარიში ჩიორჩიარიმ გაათანაბრა.
„უნივერსიტატია“ საპასუხო შეხვედრა კრაიოვაში 13 აგვისტოს ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი