„შტურმი“ სტამბოლში დამარცხდა – მამაგეიშცილი შეცვლაზე, კიტეიშვილი ტრავმირებულია

0
8

გრაცის „შტურმი“, რომელშიც ოთარ კიტეიშვილი და გიზო მამაგეიშვილი გამოდიან, ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში სტუმრად სტამბოლის „ფენერბაჰჩესთან“ 0:2 დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველებიდან გრაცელთა განაცხადში მხოლოდ მამაგეიშვილის იყო, რომელიც თამაშში 64-ე წუთზე ჩაერთო. კიტეიშვილი ტრავმის გამო გუნდს თურქეთში ვერ გაჰყცა.
„ფენერბაჰჩედან“ ანგარიში მე-9 წუთზე ტალისკამ გახსნა, ხოლო 45-ე წუთზე „შტურმის“ კარი გრინვუდმა აიღო. ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა ავსტრიაში 11 აგვისტოს ჩატარდება.
ლაშა თაბაგარი