დვალის გუნდმა ათენში არ წააგო

0
0

სოფიას „ცსკა 1948“, რომლის კაპიტანი ლაშა დვალია, კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში სტუმრად ათენის „პანათინაიკოსს“ ფრეზე გაეყარა – 1:1.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა საბერძნეთში გამართულ მატჩში შეუცვლელად ითამაშა. მასპინძლები 21-ე წუთზე იაგუშიჩმა დააწინაურა, ხოლო სტუმრებიდან 31-ე წუთზე ანგარიში რუსევმა გაათანაბრა.
ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა ბულგარეთში 11 აგვისტოს შედგება.
ლაშა თაბაგარი