„ვილიარეალმა“, რომლის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი მიქაუტაძეა, ზაფხულის მოსამზადებელ პერიოდში მორიგი ამხანაგური მატჩი „ლევანტესთან“ ჩაატარა და 1:0 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 55-ე წუთზე ჩაერთო. მე-60 წუთზე მიქაუტაძე სტუმართა მცველს გაცდა და საჯარიმოში შესულმა დაარტყა, მაგრამ მეკარემ ბურთი მოიგერია. 62-ე წუთზე მიქაუტაძემ სოლო რეიდის დროს თითქოს ბურთი დაკარგა, რომლისთვის ბოლომდე იბრძოლა და თანაგუნდელს გადააწოდა, ამ უკანასკნელმა კი უკან დაუბრუნა, ხოლო გიორგიმ გოლი ლოგან კოსტას გაატანინა.
ესპანეთის ლა ლიგაში ახალი სეზონის დაწყებამდე, „ვილიარეალი“ ბოლო ამხანაგურ თამაშს 8 აგვისტოს თურქეთის „გალათასარაისთან“ ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი





