ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორჯერ მომგებმა პსჟ-მ ახალი სეზონის დაწყებამდე პირველი ამხანაგური მატჩი სტუმრად ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის „მალიორკასთან“ ჩაატარა და 0:3 დამარცხდა.
ცნობისთვის, პარიზელთა რიგებში სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელებიდან მხოლოდ რუსმა მეკარე ანდრე საფონოვმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ხვიჩა კვარაცხელიამ და ეკვადორელმა მცველმა პაჩომ ითამაშეს.
კვარაცხელია მოედანზე პირველი წუთიდან იყო და მე-60 წუთზე შეცვალეს. ხვიჩა დიდად არ აქტიურობდა და გოლის გატანის შანსიც არ ჰქონია. მასპინძლები 21-ე წუთზე ლუვუმბომ დააწინაურა, ხოლო მე-40 წუთზე პსჟ-ს კარი ვირჯილიმ აიღო. 51-ე წუთზე ესპანური გუნდიდან თავი რაილომ გამოიჩინა.
პსჟ 8 აგვისტოს ამხანაგურ თამაშს „მანჩესტერ იუნაიტედთან“ გამართავს, ხოლო 12 აგვისტოს უეფას ევროპის სუპერთასისთვის მატჩში ევროპა ლიგის მოქმედ გამარჯვებულ ბირმინგემის „ასტონ ვილას“ დაუპირისპირდება.
ლაშა თაბაგარი





