„დილაში“ ახალგაზრდა ლატვიელი ჩაირიცხა

0
1

გორის „დილამ“ ლატვიელი ნახევარმცველი კრისტაფს გრაბოვკისი დაიმატა, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
21-ე წლის გრაბოვკისი 2023-2025 წლებში ავსტრიის ვენის „რაპიდში“ ირიცხებოდა, რომლის მეორე გუნდში 3-ჯერ ითამაშა. მან 2024-2025 წლების სეზონი იჯარით ლატვიის „მეტაში“ გაატარა, სადაც 30 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა.
გასულ წელს გრაბოვსკისი დანიის რანგით მეორე დივიზიონის „ბ 93“-ში გამოდიოდა და 27 შეხვედრაში 2 გოლის გატანის გარდა, ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა. მას ლატვიის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, ხოლო შარშან ერთი შეხვედრა ეროვნულ გუნდში ჩაატარა.
ლაშა თაბაგარი