„რუსთავი“, რომელსაც გია ცეცაძე წვრთნის, ოთხ ფეხბურთელს დაემშვიდობა. ამის შესახებ რუსთაველთა პრესსამსახური იუწყება:
„საფეხბურთო კლუბი „რუსთავი“ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვეს: ნიკოლოზ ქუთათელაძემ, ალექსანდრე ქუთათელაძემ, მანუელ პამიმ, ავთანდილ მაშავამ და დმიტრო დობრანსკიმ. მადლობას ვუხდით მათ გაწეული შრომისთვის და წარმატებას ვუსურვებთ მომავალში“.
„რუსთავი“ 32 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





