საქართველოს თასზე 1/4-ფინალისტები გამოვლინდენ

0
1

1 და 2 აგვისტოს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის შვიდი 1/8-ფინალური შეხვედრა გაიმართა.
1/4-ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება “გაგრამ”, “არაგვმა”, “ტორპედომ”, დინამო”” ბათუმმა, “დილამ”, “სამგურალმა” და “რუსთავმა” მოიპოვეს. კიდევ ერთი მერვედფინალისტი “სამტრედიას” და “იბერია 1999”-ის გადადებულ შეხვედრაში გამოვლინდება.
მატჩი 3 სექტემბერს შედგება და სწორედ ამ შეხვედრაში გამარჯვებული გუნდი გახდება “რუსთავის” მეტოქე მომდევნო ეტაპზე. სამი მეოთხედფინალური შეხვედრა კი 26 აგვისტოს შედგება.
1/4-ფინალი:
“გაგრა” -“არაგვი” (დუშეთი)
“ტორპედო” – “დინამო”(ბათუმი)
“დილა” (გორი) – “სამგურალი” (წყალტუბო)|
განვლილი მატჩების შედეგების, სტატისტიკური მონაცემებისა და 1/4-ფინალური ეტაპის მატჩების შესახებ დამატებითი ინფორმაციის ხილვა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ოფიციალურ ვებგვერდზეა შესაძლებელი.
საქართველოს თასის 2026 წლის სეზონის ფინალური შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
ლაშა თაბაგარი